მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-ის შემოსავლები მკვეთრად გაიზარდა - ბირჟაზე კომპანიის აქციები იზრდება

64c0f19dec1a5
გიორგი თოლორდავა
26.07.23 14:51
630
სტატიაში საუბარია:

ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტ Google-ს დამაკმაყოფილებელი ფინანსური შედეგები აქვს. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიამ 74 მილიარდ 600 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც $2 მილიარდით მეტია პროგნოზირებულ მაჩვენებელთან შედარებით.

შემოსავლის უდიდესი ნაწილი, ტრადიციულად, სარეკლამო ბიზნესზე მოდის, საიდანაც Google-მა $58 მილიარდის შემოსავალი დააგენერირა. ზრდის ტენდენცია ფიქსირდება ფაქტობრივად ყველა კატეგორიაში, როგორც YouTube-ის, ასევე Search-ის მიმართულებით.

ყველაზე დრამატული ზრდა Google Cloud-ის მიმართულებითაა, საიდანაც შემოსავალმა 8 მილიარდი დოლარი შეადგინა, ეს კი 28%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.

აღსანიშნავია, რომ Google-ის ფინანსურ შედეგებში ჯერაც არ არის ასახული ხელოვნური ინტელექტის ფაქტორი, რადგან Bard-ის პირდაპირ კომერციალიზაციას კომპანია ჯერაც არ ახდენს, თუმცა მომავალში, შესაძლოა, ეს ყველაფერი შეიცვალოს.

დამაკმაყოფილებელი კვარტალური შედეგები, ბუნებრივია, ინვესტორებმა პოზიტიურად მიიღეს. Google-ის მშობელი კომპანიის, Alphabet-ის აქციების ღირებულება საფონდო ბირჟაზე თითქმის 7%-ით გაიზარდა.


"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები