მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...
კომპანია
Google
Google

ამერიკული კორპორაციის Google Inc, მისი საიტისა და საძიებო სისტემის სახელი. • 155 სტატია

Google-ის იდეა სტენფორდის უნივერსიტეტში, ორი სტუდენტის, ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის გონებაში 1995 წელს დაიბადა. მათ წარმოადგინეს თეზისი ინტერნეტში დაფუძნებული საძიებო სისტემის შესახებ, რომელსაც ინფორმაციის სორტირება რელევანტურობის მიხედვით უნდა შესძლებოდა და წყაროებად ინტერნეტში წარმოდგენილი ვებგვერდები უნდა გამოეყენებინა.

Google-ის იდეა უნიკალური იმით იყო, რომ ის ვებგვერდების რეიტინგს არა საერთო ნახვების მიხედვით, არამედ რელევანტურობის მიხედვით ადგენდა, რაც 1995 წელს ინოვაციური მიგნება იყო.

Google-ს ვებ-გვერდი 1997 წელს დარეგისტრირდა, კომპანია კი 1998 წლიდან. 

Google-ი გლობალური საძიებო ბაზრის 92%-ს აკონტროლებს, დროსთან ერთად, დაგუგვლა თავად ძიების სინონიმად ჩამოყალიბდა. 

2001 წელს კომპანიის დამფუძნებლებმა კომპანიის დირექტორად ერიკ შიდტი დაიქირავეს, რომელმაც კომპანია 2017 წლამდე მართა.

2003 წელს Google დიდი ოფისი იქირავა “Silicon Graphics“-სგან, რომელიც 3 წლის შემდეგ შეისყიდა კიდეც 319 მლნ დოლარად. ამ პრიოდში კომპანია და მისი საძიებო სისტემა იმდენად პოპულარულია, რომ ინგლისურ ენაში სიტყვა “გუგლი“, როგორც ზმნა ისე შემოდის. Oxford English Dictionary-ის განმარტებით ზმნა გუგლი ნიშნავს, გუგლის საძიებო სისტემით ინტერნეტში ინფორმაციის მოპოვებას.

2004 წელს Google-ს აქციების საჯაროდ განთავსება დაიწყო. 19,605,052 აქცია გამოიტანა გასაყიდად, აქციის ფასი 85 დოლარი იყო. აქციები ონლაინ აუქციონით გაიყიდა და “გუგლმა“ სანაცვლოდ 1.7 მილიარდი დოლარი მიიღო. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციამ კი 23 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2006 წელს Google-მა 1.65 მილიარდ დოლარად Youtube შეისყიდა, ხოლო 2007 წელს doubleclick 3.1 მილიარდ დოლარად. 2008 წლიდან ანდროიდის სისტემა გამოუშვა.

2013 წელს Google Maps გამოვიდა.

2015 წელს კომპანიაში დიდი რეკონსტრუქცია განხორციელდა. დაარსდა კომპანია Alphabet რომელიც Google-ს და მასთან დაკავშირებული კომპანიების მფლობელი კომპანია.  

სტატიები კომპანიის შესახებ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები