მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა Gemini 4-ის სერიის ახალი მოდელი - Gemini 4 Neon-ი გამოუშვა

Gemini 4 Neon
სტატიაში საუბარია:

Google-მა Gemini 4-ის სერიის ახალი მოდელი - Gemini 4 Neon-ი გამოუშვა.

Google DeepMind-ის განცხადებით, სისტემა კორპორაციული სამუშაოებისთვის, პროგრამების დაწერისა და სამეცნიერო კვლევებისთვის შეიქმნა. ის წარმადობასა და ღირებულებას შორის ოპტიმალურ ბალანსს ქმნის.

ახალი მოდელის კონტექსტური ფანჯარა ერთ მილიონ ტოკენს მოიცავს, ერთი მილიონი შემავალი ტოკენის ფასი კი $3-ს შეადგენს, მაშინ როცა გამომავალი ტოკენების ღირებულება $15-ია.

აღსანიშნავია, რომ მოდელი Google AI Studio-ში, Gemini for business-ში, Google Antigravity-სა და Gemini-ის აპლიკაციაში ეტაპობრივად ინერგება.

რაც შეეხება ხარჯეფექტურობას, Google-ის მონაცემებით, მსჯელობის სტანდარტულ მაღალ დონეზე ერთი დავალების შესრულების ღირებულება Carbon-თან შედარებით 32%-ით ნაკლებია. ძირითად კონკურენტ მოდელებთან შედარებით კომპანია 50%-დან 80%-მდე დანაზოგზს აკეთებს, მსჯელობის მაქსიმალურ დონეზე კი ხარჯი სულ მცირე 36%-ით მცირდება.

მსჯელობის მაქსიმალურ რეჟიმში Neon-მა Artificial Analysis Intelligence Index-ზე 61 ქულა დააგროვა და OpenAI-სა და Anthropic-ის მოდელების შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა. Vals Index-ზე მოდელმა 70.9%-ით მეორე პოზიცია დააფიქსირა, Artificial Analysis Coding Agent Index-ზე კი 58.6 ქულით პირველი ადგილი მოიპოვა.

პროგრამირებისა და ავტომატიზაციის ტესტებში სისტემამ Terminal-Bench 4.1-ზე 65.2%, FrontierCode 2.0-ზე 46.2%, Google Antigravity-ის გარემოში SWE-sweep-ზე 39%, ხოლო Zapier-ის AutomationBench-ზე 56.3% დააფიქსირა.

განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ სამეცნიერო და საოფისე კატეგორიებში მოდელმა საუკეთესო შედეგები მიიღო RiemannBench-ზე (84%), HLE-Diamond-სა (71.3%) და Terminal-Bench Science-ზე (70.5%), თუმცა უნდა ითქვას ისიც რომ თითქმის ყველა ეს მაჩვენებელი თავად Google-ის მიერ შერჩეულ ტესტებს ეყრდნობა.

ცნობისთვის, Gemini 4 Neon-ი Google-ის უახლესი სერიის წინა მოდელების - Argon-ის, Carbon-ისა და Hydrogen-ის გაგრძელებაა და კომპანიის მეოთხე თაობის AI მოდელებზე გადასვლის პროცესს ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები