მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Google-მა პრემიუმ კლასის პირველი Googlebook-ები წარადგინა

googlebook
სტატიაში საუბარია:

Google-ის ეკოსისტემაში პრემიუმ სეგმენტის პირველი პორტატიული კომპიუტერები, სახელწოდებით Googlebook-ები გამოჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ახალი მოწყობილობები Googlebook OS ოპერაციულ სისტემაზე მუშაობს და Android-ის შესაძლებლობებს, Gemini-ის ხელოვნურ ინტელექტსა და ChromeOS-ის უსაფრთხოების სტანდარტებს აერთიანებს. ახალი პლატფორმა Android-ის სმარტფონებთან მოწყობილობის სრულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს. მომხმარებლებს Google Play Store-ის მილიონობით მობილურ და დესკტოპ აპლიკაციაზე სრული წვდომა ექნებათ.

აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტის პარტნიორებმა ბაზარზე სხვადასხვა ტექნიკური მახასიათებლის მქონე Googlebook-ებიც წარადგინეს. მაგალითად, Dell-მა და HP-მ Qualcomm-ის Snapdragon X Elite პროცესორებით აღჭურვილი ულტრათხელი მოდელები შექმნეს.

Lenovo-მ, Acer-მა და Asus-მა საკუთარი მოწყობილობები Intel-ის უახლეს Panther Lake-ის ჩიპებზე დააფუძნეს. ეს კომპიუტერები ალუმინისა და მაგნიუმის შენადნობებისგან დამზადებულ კორპუსს, OLED სენსორულ ეკრანსა და ჰაპტიკურ მაუს-პადს შეიცავს. კონკრეტულად Acer-ის ყველაზე ხელმისაწვდომი ტრანსფორმირებადი მოწყობილობის საწყისი ფასი $899-ს შეადგენს. დანარჩენი კომპიუტერების ღირებულება კი $999-დან $1,299-მდე მერყეობს.

ახალი მოწყობილობების შეძენისას მომხმარებლები დამატებით ციფრულ სერვისებს მიიღებენ. სპეციალური პაკეტი მოიცავს Google AI Pro-ს ერთწლიან გამოწერას. მყიდველებს YouTube Premium-ის სამთვიანი პაკეტი და Nvidia-ს GeForce Now-ს ერთწლიანი უფასო გამოწერაც ექნებათ.

Google-ი ოპერაციული სისტემისა და უსაფრთხოების განახლებების მიწოდებას 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. აშშ-ის მაღაზიებში ახალი ლეპტოპები 4 ოქტომბრიდან გამოჩნდება, საერთაშორისო ბაზარზე კი გაყიდვები 5 ოქტომბერს დაიწყება.

ცნობისთვის, Google-მა ახალი კატეგორიის შექმნის გეგმა ოფიციალურად მიმდინარე წლის მაისში გააჟღერა. ახალი სერია Chromebook-ებისაგან დამოუკიდებლად განვითარდა და მიზნად პრემიუმ სეგმენტში Apple-თან კონკურენციას ისახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები