აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების მარეგულირებელ კომისიაში წარდგენილი ოფიციალური დოკუმენტაციის მიხედვით, Anthropic AI-ის საფონდო ბირჟაზე დებიუტის შემდეგ, მისი ორი უმსხვილესი ინვესტორი — Amazon-ი და Google-ი კომპანიის აქციების 28.4%-ს გააკონტროლებენ.
IPO-ს დასრულებისთანავე, Amazon-ის მფლობელობაში Anthropic-ის სააქციო კაპიტალის 14.7% აღმოჩნდება, ხოლო Google-ი აქციების 13.7%-ს გააკონტროლებს.
Anthropic-ის საბაზრო შეფასების გათვალისწინებით, ამ ორი ტექნოლოგიური გიგანტის ჯამური წილის ღირებულება დაახლოებით $400 მილიარდამდე იქნება. ცხადია, არცერთი ტექნოლოგიური გიგანტი Anthropic-ის აქციების გაყიდვას არ განიხილავს და ისინი ინვესტორებად დარჩენას გრძელვადიანი პერსპექტივით გეგმავენ.
შეგახსენებთ, რომ Anthropic AI ამერიკულ საფონდო ბირჟაზე დებიუტს მიმდინარე კვირას გეგმავს და Nasdaq-ის ბირჟიდან კაპიტალის მოზიდვას $1.7-ტრილიონიანი კაპიტალიზაციით შეეცდება.
























