ამერიკული კომპანია, ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტმაღაზია • 87 სტატია
“ამაზონი“ 1994 წლის 5 ივლისს, ამერიკელმა კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალისტმა და ამავე დროს, უკვე ბიზნესმენმა, ჯეფ ბეზოსმა დაარსა საკუთარ ავტოფარეხში, ქალაქ სიეტლში. თავისი დანაზოგით და მშობლების დახმარებით, ჯეფმა “ამაზონში“ 300 ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო, მიუხედავად იმისა, რომ ინვესტირების აზრით “ამაზონის“ გაკოტრების შანსი საკმაოდ მაღალი იყო.
თავიდან კომპანიას “კადაბრა“ ერქვა და წიგნების ონლაინ (ინტერნეტ) მაღაზია იყო. დახლოებით ერთ წელიწადში სახელი შეუცვალა და “ამაზონი“ დაარქვა. ონლაინ მაღაზიის პირველი თანამშრომელი პროგრამისტი, შელ კაფანი იყო.
მომხმარებლებისთვის “ამაზონის“ ვებ გვერდი 1995 წლის ივლისიდან გახდა ხელმისაწვდომი, მანამდე სატესტო რეჟიმში მუშაობდა.
გაყიდვების დაწყებიდან 1 წელიწადში, მთლიანად აშშ მოიცვა და ასევე, მსოფლიოს 45 ქვეყანაში მიაწოდა პროდუქცია. პირველივე წელს კომპანიამ ნახევარი მლნ დოლარის წიგნები გაყიდა და 8 მლნ დოლარი ინვესტიციები მოიზიდა.
2000 წელს, კომპანიამ ახალი ლოგო წარადგინა, სადაც სიტყვა ამაზონში “a“ და “z“ ასოები ისრითაა დაკავშირებული. ეს ასოები ინგლისური ანბანის პირველი და ბოლოა და მასში ჩადებულია ის შინაარსი, რომ ნებისმიერ ასოთი დაწყებულ პროდუქტს ნახავთ ამაზონზე.
2007 წელს, კომპანიამ ამაზონ ქინდლი გამოუშვა, პირველი ელექტრონული წიგნი. ასევე, გზადაგზა ყიდულობდა ინტერნეტ მარკეტინგში ჩართულ სხვადასხვა კომპანიებს.
კომაპანიის შემოსავალი სწრაფად იზრდობოდა. 2005 წელს 8.5 მილიარდი იყო, 2010 წელს კი უკვე 34 მილიარდი. 2015 წელს 107 მილიარდზე ავიდა. გასულ წელს 281 მილიარდზე და მიუხედავად მსოფლიოში არსებული კრიზისისა, არის მოლოდინი რომ წელს 300 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
“ამაზონის“ მფლობელობაში 47 სუბსიდიარი კომპანიაა. ასევე, მის მფლობელობაშია “ვაშინგტონ პოსტი“. თავად ბეზოსი კი მსოფლიოს უმდიდრესი ადამინია – 180 მილიარდი აშშ დოლარის ქონებით, თუმცა ამჟამად “ამაზონის“ მხოლოდ 11%-ს ფლობს. 1994 წლიდან მოყოლებული ის უწყვეტად მართავს კომპანიას და დღესაც მისი აღმასრულებელი დირექტორია.
გამოწერეთ ჩვენი სიახლეები
მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები