მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი სტარტაპ Decart-ის ტექნოლოგიას $7.5 მილიარდად შეიძენს

Amazon Decart
სტატიაში საუბარია:

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი ხელოვნური ინტელექტის სტარტაპ Decart-ის ტექნოლოგიას შეიძენს და კომპანიის დამფუძნებლებსა და თანამშრომლებს საკუთარ გუნდში გადაიყვანს. Bloomberg-ის ცნობით, გარიგების ღირებულება დაახლოებით $7.5 მილიარდს შეადგენს. PitchBook-ის მონაცემებით კი, ეს თანხა მნიშვნელოვნად აღემატება Decart-ის ბოლო შეფასებას, რომელიც თითქმის $4 მილიარდი იყო.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს დაფუძნებული სტარტაპი პროგრამულ სისტემა Decart Optimization Stack-ს ავითარებს, რომელიც კომპანიებს ხელოვნური ინტელექტის სისტემების უფრო სწრაფად მუშაობასა და Nvidia-ს, Amazon-ისა და Google-ის ჩიპებს შორის მარტივად გადართვაში ეხმარება. Amazon-ის განცხადებით, Decart-ი კომპანიასთან 2025 წლიდან თანამშრომლობდა და მისი დამსახურებით Trainium-ის ჩიპებზე მაღალ წარმადობას უზრუნველყოფდა.

აღსანიშნავია, რომ შეძენილი ტექნოლოგია Amazon-ს საკუთარი ჩიპებისა და გამოთვლითი პროცესების ოპტიმიზაციაში დაეხმარება. შედეგად, მომხმარებლები ხელოვნური ინტელექტის მოდელების გაწვრთნასა და მართვას უფრო სწრაფად, თანაც ნაკლები დანახარჯით შეძლებენ.

გარიგების ფარგლებში Amazon-ის გუნდს Decart-ის დამფუძნებლები, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი დინ ლაიტერსდორფი, ასევე ხელოვნური ინტელექტის მკვლევარები და ინჟინრები შეუერთდებიან.

საყურადღებოა, რომ სექტემბერში Decart-ის შეძენას Anthropic-იც განიხილავდა, თუმცა კომპანიამ დეტალური შემოწმების შემდეგ გარიგებაზე უარი თქვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები