მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მაიკლ დელი მსოფლიოს მე-3 უმდიდრესი ადამიანი გახდა - როგორ აჯობა მან ჯეფ ბეზოსს?

მაიკლ დელი
სტატიაში საუბარია:

Dell Technologies-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ დელიმ Amazon-ის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსს გადაასწრო და მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. არსებული ინფორმაციით, დელის ქონება ამჟამად $267.7 მილიარდს აღწევს.

ამ შედეგზე განსაკუთრებული გავლენა იქონია ფაქტმა, რომ ამერიკელმა ბიზნესმენმა ერთ დღეში $4.6 მილიარდი გამოიმუშავა. ეს მაშინ, როცა Amazon-ის აქციების ფასის კლების გამო, ბეზოსის ქონება $1.4 მილიარდით შემცირდა და $265.2 მილიარდამდე შემცირდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დელის კაპიტალის მკვეთრი ზრდის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი ხელოვნური ინტელექტის აპარატურულ უზრუნველყოფაზე არსებული მაღალი მოთხოვნა გახდა. ცნობილი ბიზნესმენი Dell Technologies-ში 40%-იან წილს ფლობს, თავად კომპანიამ კი მეორე კვარტალში 58%-იანი ზრდა დააფიქსირა.

საყურადღებოა, რომ დელის ფინანსურ წინსვლაზე გავლენა სხვა შემოსავლის წყაროებმაც იქონია. მილიარდერის კაპიტალის მნიშვნელოვანი ნაწილი საოჯახო საინვესტიციო ფირმა DFO Management-თან არის დაკავშირებული. ეს ფონდი აქტივებს სასტუმროების ინდუსტრიასა და ლიკვიდური კორპორაციული კრედიტების სექტორში აბანდებს. საინვესტიციო პორტფელის სწორედ ამ მხრივ დივერსიფიკაციამ და ტექნოლოგიური სექტორის გაფართოებამ დელს საშუალება მისცა, იქამდე მარკ ცუკერბერგისა და ლარი ელისონისთვისაც გადაესწრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები