მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ პარასკევს 20-ზე მეტ ქვეყანაში Amazon-ის თანამშრომლების მასშტაბური გაფიცვა დაიწყო

Amazon
სტატიაში საუბარია:

შავ პარასკევს, წლის ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ სავაჭრო პერიოდში, Amazon-ის თანამშრომლებმა და მათმა მხარდამჭერებმა 20-ზე მეტ ქვეყანაში მასშტაბური გაფიცვა და საპროტესტო აქციები დაიწყეს.

ორგანიზატორების განცხადებით, ოთხდღიანი პროტესტი, რომელსაც UNI Global Union-ი და Progressive International-ი კამპანია "Make Amazon Pay"-ს ფარგლებში მართავენ, კიბერორშაბათამდე გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ უკვე მეშვიდე წელია, აქციის მონაწილეები ამერიკული ელექტრონული კომერციის გიგანტისგან ანაზღაურების ზრდას, კოლექტიური მოლაპარაკებების უფლების აღიარებას, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას, გადასახადების სამართლიანად გადახდასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირებას ითხოვენ.

გერმანულმა პროფკავშირმა ver.di-მ პარასკევს დილიდან Amazon-ის 11 ობიექტზე გაფიცვა გამოაცხადა. ინდოეთის პროფკავშირებმა კი ქვეყნის მასშტაბით სულ მცირე 23 ლოკაციაზე საპროტესტო შეკრებები დააანონსეს.

საპროტესტო დემონსტრაციები პოლონეთში, ბრაზილიაში, იაპონიასა და სამხრეთ აფრიკაშიც იგეგმება. ორშაბათს კი პროფკავშირი Teamsters-ი საპროტესტო აქციებს აშშ-ის ქალაქებში, ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში, გამართავს.

Sky News-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში Amazon-მა საკუთარი დასაქმების პრაქტიკა კვლავ გაამართლა. კომპანიამ აღნიშნა, რომ თანამშრომლებს კონკურენტულ ანაზღაურებას, სოციალურ შეღავათებსა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს სთავაზობს, მსოფლიო მასშტაბით კი პირდაპირ 1.5 მილიონზე მეტ ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები