ტექნოლოგიურმა გიგანტებმა წელს შთამბეჭდავ ფინანსურ მაჩვენებლებს მიაღწიეს. ხელოვნური ინტელექტის ბუმი, ღრუბლოვანი სერვისების ზრდა და ელექტრონული კომერციის გაფართოება ის ძირითადი ფაქტორებია, რომელთა წყალობით უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები რეკორდული შემოსავლების გენერირებას ახერხებენ.
ამჯერად გთავაზობთ მსოფლიოს 5 უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიის წლიური შემოსავლების მიმოხილვას:
1. Amazon
შემოსავალი: $742.8 მილიარდი
კაპიტალიზაცია: $2.75 ტრილიონი
Amazon-ი ლიდერობს როგორც ელექტრონულ კომერციაში, ისე ღრუბლოვან სერვისებში. AWS-ის საოპერაციო მოგებამ და AI ინფრასტრუქტურაზე მოთხოვნამ კომპანიას უპრეცედენტო ფინანსური ზრდა მოუტანა. ანალიტიკოსების პროგნოზით, Amazon-ი ისტორიაში პირველი ტექნოლოგიური გიგანტი იქნება, რომელიც წლიურ $1-ტრილიონიან შემოსავალს მიაღწევს.
2. Apple
შემოსავალი: $451.5 მილიარდი
კაპიტალიზაცია: $4.86 ტრილიონი
iPhone-ის გაყიდვები კომპანიის მთავარ საყრდენად რჩება, თუმცა სერვისების სექტორმა შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. ამასთან, კომპანიას ახალი CEO ჰყავს, რომელმაც ბაზარს ახალი პროდუქტი iPhone Duo წარუდგინა, რომელზედაც ინვესტორები დიდ იმედებს ამყარებენ.
3.Alphabet (Google)
შემოსავალი: $422.5 მილიარდი
კაპიტალიზაცია: $4.21 ტრილიონი
Google-ის საძიებო სისტემა და ციფრული რეკლამა კვლავ უკონკურენტოა. პარალელურად, Google Cloud-მა და Gemini-ს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციამ ღრუბლოვანი სერვისების შემოსავლების 63%-იანი ზრდა გამოიწვია. ახალი პროდუქტებისა და სერვისების წარდგენის ფონზე, ინვესტორები Google-ის შემოსავლების 25%-იან ზრდას პროგნოზირებენ.
4. Microsoft
შემოსავალი: $318.3 მილიარდი
კაპიტალიზაცია: $3.96 ტრილიონი
Microsoft Cloud და Azure ზრდის მთავარ მიზეზს წარმოადგენენ. OpenAI-სთან პარტნიორობამ და კორპორაციულ სექტორში ხელოვნური ინტელექტის დანერგვამ კომპანიის პოზიციები მკვეთრად გაამყარა. ტრადიციულად Windows-სა და Office-ზე მოთხოვნა ისევ მაღალი და სტაბილურია.
5. NVIDIA
შემოსავალი: $253.5 მილიარდი
კაპიტალიზაცია: $5.85 ტრილიონი
ხელოვნური ინტელექტის რევოლუციის მთავარი ბენეფიციარი და არქიტექტორი ისევ რჩება ინდუსტრიის სათავეში, როგორც კაპიტალიზაციით, ასევე მოგების 70%-იანი მარჟით. მონაცემთა ცენტრებისა და AI-ზე ფოკუსირებული გრაფიკული პროცესორების უპრეცედენტო მოთხოვნამ კომპანიის შემოსავლები რადიკალურად გაზარდა და ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ Nvidia მომავალშიც ასეთი ტემპით გააგრძელებს ზრდას.
ჯამში, ეს ხუთი კომპანია გლობალური ტექნოლოგიური ეკონომიკის უდიდეს ნაწილს აკონტროლებს. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალ შემოსავალსა და მოგებასაც სწორედ ეს ტექნოლოგიური გიგანტები იღებენ.
























