მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუდვილი: ლარის გაუფასურება საშუალოვადიან პერიოდში პროდუქტის ფასებზე გავლენას ვერ იქონიებს

5e6d0c26924fa
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.20 21:10
1442
ლარის კურსის გაუფასურება საშუალოვადიან პერსპექტივაში პროდუქტის ფასებზე გავლენას ვერ იქონიებს, - ამის შესახებ „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც გიორგი ხაბაშვილმა განმარტა, ამ დროისთვის კომპანიებს პროდუქცია უკვე იმპორტირებული აქვთ, შესაბამისად კურსის ცვლილება პროდუქტებს არ გააძვირებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში, ჩვენ როგორც ვუყურებთ, სადისტრიბუციო კომპანიებსაც, იმპორტიორებსაც, ქსელებსაც აქვთ საკმარისი მარაგები, რომლებიც იმპორტირებულია და უკვე ჩვენს დახლებზე დევს. ეს ნებისმიერი პროცესი ასახვას ვერ პოვებს იმის გამო, რომ სავაჭრო ქსელებს პროდუქციის მარაგები გააჩნიათ, შესაბამისად ლარის კურსის გაუფასურება საშუალოვადიან პერსპექტივაში ფასებზე გავლენას ვერ იქონიებს“, - განაცხადა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა.

მან ასევე მომხმარებელთა გაზრდილ აქტივობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არანაირი პრობლემა მარაგებთან მიმართებაში არ არსებობს. გიორგი ხაბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ გარკვეულ პროდუქტებზე ფასების ცვლილება არის ბუნებრივი პროცესი, თუმცა იმ პროდუქტებზე, რაზეც ამ დღეებში მოთხოვნა გაიზარდა, ფასები არ მოიმატებს.

„ორ საკითხს მინდა გამოვეხმაურო, ერთი არის მარაგების თემა, რომელიც ნამდვილად საკმარისზე მეტი გვაქვს, როგორც ადგილობრივი სადისტრიბუციო კომპანიებიდან მიღებული პროდუქციის თვალსაზრისით, ასევე საკუთარი იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გვაქვს რამდენიმე თვის საკმაოდ დიდი მარაგი.

გვინდა გამოვეხმაუროთ ასევე ფასების ზრდის თემას, ეს მიმართულება არ განიხილება პრაქტიკულად, იმიტომ, რომ ამის საფუძველი ამ მომენტში არ არსებობს. ბაზარზე ფასები არ არის გაზრდილი, ისევე როგორც სხვა ქსელებში გუდვილშიც არ მომხდარა დიდ ასორტიმენტზე ან რაიმე პროდუქტზე ფასების ზრდა.

ზოგადად ეს ცოცხალი პროცესია, მე მინდა გითხრათ, რომ რაიმე წინა თვეებისგან განსხვავებული პროცესი არ მიმდინარეობს. რა თქმა უნდა 35 000 დასახელების პროდუქტიდან რამდენიმე პროდუქტზე შეიძლება ხდებოდეს ფასის ცვლილება, თუმცა ეს არ ეხება იმ პროდუქტებს, რაზეც დღეს ძირითადად გაიზარდა მოთხოვნილება. ბოლო დღეების, ან ბოლო კვირების განმავლობაში საერთოდ არ მომხდარა ამ პროდუქტებზე ფასების ცვლილება, პირიქით ჩვენთან რა ფასდაკლებები და აქციებიც იყო გრძელდება მაქსიმალურად, იმის გამო სავაჭრო ქსელები არ გადასულან რაიმე პრობლემურ რეჟიმზე.

რაც შეეხება სამუშაო რეჟიმს - ის არ არის განსაკუთრებულად დაძაბული - საოპერაციო მიმართულებით, ასევე შესყიდვების მიმართულებით ჩვეულ რეჟიმში, ცოტა უფრო გაზრდილი დატვირთვით ვმუშაობთ რა თქმა უნდა.

ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი ტიპის მოთხოვნას და ნაკადს დავაკმაყოფილებთ, თუმცა ამის საფუძველი, რომ გაზრდილი შესყიდვები იყოს, არ არსებობს, არც სხვა ქსელებში და ზოგადად ქვეყნის ბაზარზე არის საკმაოდ მშვიდი სიტუაცია ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა „გუდვილის“ გენერალურმა დირექტორმა.