მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ღვინის სექტორი საქართველოში ფინანსურად ჯანსაღია - თიბისი კაპიტალის კვლევა

5e4ad41a3be3e
თამთა ჯიჯავაძე
17.02.20 21:55
1998
ღვინის სექტორი საქართველოში ფინანსურად ჯანსაღია, - ამის შესახებ ნათქვამია თიბისი კაპიტალის მიერ ღვინის სექტორის კვლევაში.

კვლევის მიხედვით, სექტორის სტაბილური და დაბალი ფინანსური ბერკეტები მიანიშნებს იმაზე, რომ არსებობს უფრო მეტი ზრდის მოლოდინი, ასევე ინდუსტრიის ლიკვიდურობასთან დაკავშირებული რისკები დაბალია, თუმცა, გაყიდვების ერთ ბაზარზე მაღალი კონცენტრაცია რისკებს აჩენს.

გარდა ამისა, როგორც კვლევაშია აღნიშნული, საქართველოში ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიის ბრუნვა იზრდება.

ადგილობრივი ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლების საერთო შემოსავლები 2019 წელს მოსალოდნელია, რომ ჯამში 1,47 მილიარდ ლარს შეადგენს. „ჩვენ ველოდებით, რომ ალკოჰოლის ფორმალურ ბაზარზე 2019 წლის საერთო ბრუნვის 91% მოდის, მაშინ როდესაც არაფორმალური მწარმოებლები (ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების) მთლიანი ბრუნვის 9%-ი იქნება, რაც დაახელობით იგივეა, რაც 2018 წელს იყო“, - წერია კვლევაში.

გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ბაზარი საკმაოდ დანაწევრებულია. დიდი კომპანიები 2018 წელს, ბაზრის ბრუნვის 28%-ს მოიცავდნენ, 2017 წელს კი 26,7%-ს. ამის მიზეზად დასახელებულია სასოფლო-სამეურნეო მიწების ფლობის სტრუქტურა ქვეყანაში, ვინაიდან ძირითადად მცირე ფერმერები ფლობენ ვენახებს, რომელთა 95,4% 1 ჰექტრამდე მიწას ფლობდა 2014 წლის აღწერის მიხედვით.

თიბისი კაპიტალის მიერ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია დღეს გაიმართა.