მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ერთ-ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება ლარზე ნეგატიურად მოქმედებდეს, ლირის გაუფასურებაა - თიბისი კაპიტალი

648815f27541d
BM.GE
13.06.23 15:20
2879
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საგარეო ფაქტორი, რომელიც შეიძლება ლარის კურსზე ნეგატიურად მოქმედებდეს, თურქული ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურებაა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.

„ამ კონტექსტში, ჩვენი ადრინდელი შეფასებებით: ა) სუსტ ლირას გადაცემითი ეფექტი ლარზე მეტწილად მაშინ აქვს, როდესაც დოლარის მიმართ რეგიონის სხვა ვალუტებიც უფასურდება და ბ) ლირის გაუფასურება გავლენას ახდენს საქართველო-თურქეთის ორმხრივ ვაჭრობაზე, თუმცა საქართველოს ჯამურ სავაჭრო ბალანსზე მისი ეფექტი არ იკვეთება, რადგანაც გაიაფებული თურქული იმპორტი, თავისთავად, ინფლაციის გათვალისწინებით, უმეტესწილად სხვა იმპორტულ პროდუქციას უფრო უწევს კონკურენციას ვიდრე ადგილობრივ წარმოებას“, - წერია თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ განახლებაში.

შეგახსენებთ, თურქეთის ეროვნული ვალუტა რეკორდულ გაუფასურებას ისევ განაგრძობს. დღეს ერთი ამერიკული დოლარის გაცვლითმა კურსმა 24 ლირას მიაღწია, რაც გაუფასურების ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში თურქული ვალუტა თითქმის 25%-ითაა გაუფასურებული, ხუთ წელიწადში კი ვარდნის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები