მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ღვინის სექტორის გაყიდვები 10-15%-ით შემცირდა“ - მინისტრი

5ef5ea8236ecc
BM.GE
26.06.20 16:26
898
სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, პანდემიის გავლენით ღვინის სექტორის გაყიდვები შემცირებულია. კლება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10-15%-ს შეადგენს. 


„ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა ღვინის კომპანიების წარმომადგენლებთან, მეწარმეებთან, მევენახეებთან. ჩვენ ვიცით, რომ პანდემიიდან გამომდინარე, ტურიზმთან დაკავშირებულ სექტორებს, მათ შორის, ღვინის სექტორს, გაყიდვებთან დაკავშირებით გარკვეული სირთულეები აქვს.

საექსპორტო გაყიდვები ზოგიერთ ბაზარზე შემცირებულია. ჰორეკას სექტორი - სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სადაც პირდაპირ, უშუალოდ მიეწოდება პროდუქტი, პანდემიიდან გამომდინარე, ფაქტობრივად დაკეტილი იყო როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ისე ჩვენ სამეზობლოში. ეს ფაქტორი აისახა ღვინის გაყიდვებზე. ჩვენი გაყიდვები, წინა წლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით, დაახლოებით 10-15%-ით შემცირდა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.