მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვითხარით მთავრობის 3-5 გადაწყვეტილება, რამაც ეკონომიკის ზრდაში წვლილი შეიტანა - დეპუტატი თურნავას

61bb522253798
ინგა მურუსიძე
16.12.21 18:50
606
"დაგვისახელეთ 3-5 გადაწყვეტილება, რომლებიც 2021 წლის განმავლობაში მთავრობამ ან თქვენმა სამინისტრომ მიიღო და რომელმაც 1%-ზე მეტი წვლილი მაინც შეიტანა ეკონომიკური ზრდის არსებულ მაჩვენებელში?" - ამ კითხვით მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.

ნათია თურნავას დღეს „მინისტრის საათის“ ფორმატში“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ.

„ბოლო პერიოდში მთავრობის წარმომადგენლებისგან ბევრი გვესმის ეკონომიკური ზრდის სიდიდეზე, განსაკუთრებულობაზე, რეკორდულობაზე და სხვა მსგავსი შეფასებები. მინდა, ერთი მარტივი კითხვა დაგისვათ - დაგვისახელეთ 3-5 გადაწყვეტილება, რომლებიც 2021 წლის განმავლობაში მთავრობამ ან თქვენმა სამინისტრომ მიიღო და რომელმაც 1%-ზე მეტი წვლილი მაინც შეიტანა ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში? თუ ეს არის წინა წლის კლების და კოვიდიდან გამომდინარე სტატისტიკური რიცხვი?

თქვენ იცით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, სამწუხაროდ, ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი და დღეს ამ ინკლუზიურობას, სამწუხაროდ, სახელმწიფო პროგრამებით და სოციალური დახმარებით აღწევს. ამიტომაც ვერ ხედავს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ ზრდის შედეგებს. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი?“, - მიმართა თურნავას ლილუაშვილმა.

გარდა ამისა, დეპუტატი დაინტერესდა, რამდენად პრიორიტეტულია ქვეყანაში ენერგეტიკის დარგი იმ ფონზე, რომ 100 პროექტია გაჩერებული ქვეყანაში, ხოლო დაპირების მიუხედავად, არცერთ მათგანზე არანაირი ინდივიდუალური მოლაპარაკებები არ ყოფილა.