18 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა საზოგადოებას ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს. ინფორმაციას მარეგულირებელი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს.
პირდაპირი ეთერი ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ 12:00 საათზე დაიწყება.
ამავე დღეს გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ყოველწლიური გამოცემა - "ფინანსური სტაბილურობის ანგარიში".
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ და იღებს გადაწყვეტილებას მაკროპრუდენციული პოლიტიკის შესახებ.