მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰაკერების მიერ მოპარული კრიპტოაქტივების ღირებულებამ $6.5 მილიარდს მიაღწია

647da8f271060
გიორგი თოლორდავა
05.06.23 13:46
484
ჰაკერებისა და კიბერდამნაშავეების მიერ მოპარული კრიპტო და ციფრული აქტივების საერთო ღირებულებამ 6 მილიარდ 500 მილიონ დოლარს მიაღწია.

ეს სტატისტიკა ინდუსტრიის დასაბამიდან დღემდე მოპარული აქტივების მოცულობას ითვალისწინებს, ფასები კი უშუალოდ კიბერშეტევების პერიოდშია დათვლილი.

თავდასხმების უდიდესი ნაწილი დეცენტრალიზებულ პლატფორმებზე მოდის, თითქმის ათი წლის განმავლობაში ჰაკერებმა DeFi პლატფორმებიდან 5 მილიარდ 310 მილიონი დოლარის აქტივები მოიპარეს.

კრიპტო ხიდებიდან და საიდჩეინებიდან მოპარული აქტივების ღირებულება კი მილიარდ დოლარს აღწევს.

სტატისტიკურ მონაცემებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ ყველაზე კარგი დაცვის სისტემა მსხვილ ცენტრალიზებულ ბირჟებს აქვთ, რადგან მათი დაჰაკვის მაჩვენებელი, აქტივების საერთო მოცულობასთან შედარებით, ყველაზე დაბალია.

პერიოდულობის თვალსაზრისით ჰაკერული შეტევების ბუმი 2021-22 წლებში იყო, როდესაც ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდებოდა. ზოგადად, თაღლითური სქემების რაოდენობის ზრდა პირდაპირ კავშირშია ბირჟაზე ბიტკოინის და ეთერიუმის გაძვირებასთან, რადგან დამწყები ინვესტორებისა და ტრეიდერების ინტერესი კრიპტოინდუსტრიის მიმართ სწორედ ასეთ დროს იზრდება ხოლმე.