მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კრიპტობირჟა BINANCE-ს ბელგიაში საქმიანობა აეკრძალა

6499618b12075
გიორგი თოლორდავა
26.06.23 14:24
641
მსოფლიოს უმსხვილეს კრიპტობირჟა Binance-ს ბელგიაში საქმიანობა აეკრძალა. საფინანსო ბაზრების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, Binance-მ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს ოპერირება და სერვისების გაწევა.

მარეგულირებლის განცხადებით, კრიპტობირჟას ბელგიაში ოპერირებისათვის აუცილებელი ლიცენზია არ აქვს და ის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში არ არის, ამიტომაც Binance-მა იქამდე უნდა შეწყვიტოს საქმიანობა, სანამ ის სახელმწიფოსგან ნებართვას არ მიიღებს.

Binance-ის წარმომადგენლობის განცხადებით, კრიპტობირჟა ყველა საერთაშორისო რეგულაციას ზედმიწევნით იცავს და ის უპირობოდ ემორჩილება მარეგულირებელი ორგანოების გადაწყვეტილებებს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას Binance-ს ნიდერლანდების ბაზრიდან გასვლაც მოუწია და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში მას ბელგიის დატოვებაც მოუწიოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები