მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ BINANCE US-ის აქტივების და დეპოზიტების გაყინვას მოითხოვს

64806e50a512c
გიორგი თოლორდავა
07.06.23 17:48
769
ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი კომისია Binance US-ის მფლობელობაში არსებული აქტივების, დეპოზიტებისა და პორტფელის დაუყოვნებლივ გაყინვას მოითხოვს.

კომისიამ ვაშინგტონის ფედერალურ სასამართლოს ოფიციალური მოთხოვნით უკვე მიმართა. ზემოხსენებული სანქცია მოიცავს უშუალოდ აშშ-ში რეგისტრირებული კომპანიის, Binance US-ის აქტივებს და არც საერთაშორისო კრიპტობირჟა Binance.com-ს, რომელიც ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ოპერირებს, მათ შორის საქართველოშიც.

მარეგულირებლის განმარტებით, გამოძიების დასრულებამდე Binance US-ს უნდა შეეზღუდოს ოპერირება, რათა კომპანიის ხელმძღვანელობამ პლატფორმიდან თანხის გატანა და კრიპტოაქტივების გადამალვა ვერ შეძლოს.

იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს კომისიის მოთხოვნას, Binance US-ს ამერიკის მასშტაბით ოპერირება ფაქტობრივად შეეზღუდება.

შეგახსენებთ, რომ საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა კომისიამ (SEC) მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.

SEC-ის განცხადებით, Binance-ის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულშია ბრალდებული, ამ მრავალმილიარდიანი სქემის მიღმა კი კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო დგას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები