ამერიკის სენატში ოფიციალურად დაიწყო გამოძიება უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance-ის წინააღმდეგ. გამოძიების საგანია ბრალდება, რომლის მიხედვითაც პლატფორმის გავლით ირანულ სუბიექტებთან დაკავშირებული 1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების ტრანზაქციები არალეგალურად განხორციელდა, რაც აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
სენატორებმა Binance-ის აღმასრულებელ დირექტორს, რიჩარდ ტენგს ოფიციალური წერილი გაუგზავნეს, სადაც კანონმდებლები მოითხოვენ დეტალურ ჩანაწერებს ირანთან ასოცირებულ პირებთან და კომპანიებთან დაკავშირებით.
ამერიკული მხარე განსაკუთრებით დაინტერესდა იმ ფაქტის შემდეგ, რაც Binance-მა სამსახურიდან დაითხოვა ის კერძო გამომძიებლები, რომლებიც ამ საეჭვო ტრანზაქციებს აკვირდებოდნენ და კრიპტობირჟის შიდა მონიტორინგს ახორციელებდნენ.
თუკი კონგრესის მიერ წამოწყებული გამოძიება გარკვეულ შედეგს გამოიღებს, მაშინ Binance-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს და ფედერალურ ხაზინასაც მოუწევთ.




























