აშშ-ის ხელისუფლებამ კრიპტობირჟა Binance-დან გასულ თვეს მოპარული დაახლოებით $1.2 მილიარდის ღირებულების კრიპტოაქტივები გაყინა.
იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ფედერალურმა სტრუქტურებმა და კერძო სექტორმა ერთობლივი ძალისხმევით ჯამში $2.7 მილიარდზე მეტის მოცულობის თანხა გაყინეს, რომელიც ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა Binance-იდან მოიპარეს.
შეგახსენებთ, რომ 29 ოქტომბერს მომხდარი მასშტაბური კიბერთავდასხმის შედეგად კრიპტობირჟიდან $6.3 მილიარდზე მეტი მოიპარეს, რაშიც FBI ჰაკერულ დაჯგუფება TraderTraitor-ს ადანაშაულებს.
აშშ-ის მთავრობის განცხადებით, მოპარული აქტივების მიკვლევისა და გაყინვის პროცესი კვლავ გრძელდება, ვინაიდან TraderTraitor-ის წევრები თანხების გათეთრებას სხვადასხვა კრიპტოარხის და ბირჟების მეშვეობით ცდილობენ.
























