აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალურ სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი შეიტანა და გასულ თვეს Binance-ზე განხორციელებული $6.3-მილიარდიანი კიბერთავდასხმის შედეგად მოპარული $1.1 მილიარდზე მეტი მოცულობის USDC-ს კონფისკაცია მოითხოვა.
არსებული ინფორმაციით, თანხა 18 ბლოკჩეინის 36 მისამართზეა განთავსებული.
აღსანიშნავია, რომ დაბლოკილი მისამართებიდან ტოკენების ამოღება ტექნიკურად შეუძლებელია, როს გამოც USDC-ს ემიტენტმა, კომპანია Circle-მა პროკურორებთან განსხვავებულ მექანიზმზე მიაღწია შეთანხმებას. სასამართლოს მიერ კონფისკაციის ორდერის გაცემის შემდეგ Circle-ი აშშ-ის ხელისუფლებას იდენტური მოცულობის ახალ, ჩამანაცვლებელ ტოკენებს გადასცემს.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი ამ პროცესს Binance-ის ზარალის ანაზღაურების მცდელობად წარმოაჩენს, სარჩელში მხოლოდ აშშ-ის მიერ აქტივების კანონის შესაბამისად განკარგვაა მოთხოვნილი და კრიპტობირჟისთვის აქტივების დაბრუნებაზე არაფერია ნათქვამი.
























