კრიპტობირჟა Bitget-იდან $352 მილიონის ღირებულების კრიპტოაქტივები მოიპარეს. უკანონო გადარიცხვის უკან, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფება დგას.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გრეისი ჩენმა განაცხადა, რომ გამომძიებლებმა მიაკვლიეს IP მისამართებს, რომლებიც ემთხვევა ჩრდილოეთ კორეული ჯგუფის მიერ წარსულში გამოყენებული VPN სერვისების მონაცემებს. ჩენის თქმით, თავდასხმის ხელწერა და მეთოდოლოგია ემთხვევა ფხენიანის მიერ ადრე განხორციელებულ ოპერაციებს, თუმცა სისტემებში შეღწევის კონკრეტული ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ დაზუსტების პროცესშია.
მოპარული აქტივები მოიცავს Ethereum-ს, XRP-ს, USDT-ს, USDC-ს, Avalanche-სა და BNB-ს, რომელთა ჯამური მოცულობა 352 მილიონ დოლარს აღწევს.
კომპანიის უსაფრთხოების ჯგუფის ცნობით, თავდამსხმელებმა შეაღწიეს კრიპტოსაფულის ბექენდ-სისტემაში, სადაც ტრანზაქციის მონაცემების გაყალბებით ავტორიზაციის პროცესი გაიარეს და ბირჟიდან აქტივები მოიპარეს.
























