მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე განცხადებას ავრცელებს

64949a33bf88f
ალა ისპირიანი
22.06.23 22:48
693
მადლობა საქართველოს პრეზიდენტს გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის, – ასე გამოეხმაურა ჰელსინკის კომისია ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას.

„დღეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ დევნილი და უსამართლოდ დაპატიმრებული იყო. მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო, გამბედაობისა და ლიდერობის კიდევ ერთი მაგალითისთვის“, – წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ტელეკომპანია “მთავარის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიას შეიწყალების აქტს ხელი მოაწერა. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.