ამერიკულმა კვლევითმა ინსტიტუტმა Heritage Foundation-მა საქართველო-აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობებისა და 2020 წლის სამოქმედო სტრატეგიის შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. ორგანიზაციის შეფასებით, 2020 წლის განმავლობაში აშშ-ის პრიორიტეტი საქართველოსთან ურთიერთობაში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა უნდა იყოს. კიდევ ერთ პრიორიტეტად ორგანიზაცია საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებას ასახელებს.
"აშშ-მა მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას. საქართველომ გასული ათწლეულის განმავლობაში ეკონომიკის ლიბერალიზაციას და დასავლეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში თვალსაჩინო პროგრესს მიაღწია. 1996 წლიდან, 2019 წლამდე საქართველომ Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში მოწინავე ადგილზე გადაინაცვლა. მხოლოდ ბოლო 13 წლის განმავლობაში საქართველომ რეიტინგში 124-ე ადგილიდან 16-ე ადგილამდე გადაინაცვლა და თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიას შეუერთდა. აშშ-ში საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება უკვე წლებია განიხილება, 2020 წელი უნდა იყოს წელი, როდესაც ეს ხელშეკრულება გაფორმდება. ეს იქნება აშშ-ის მხრიდან საქართველოს პარტნიორობის დემონსტრაციის ნათელი მაგალითი, მხარდაჭერის იმ მოკავშირისა, რომელიც უკვე მრავალი წელია მონაწილეობას იღებს NATO-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამხედრო მისიაში. საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებას ხანგრძლივი მოლაპარაკებები არ ესაჭიროება, რადგანაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის საკითხების შესახებ მაღალი დონის დიალოგი უკვე არსებობს. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება მხოლოდ გაამყარებს საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ ძლიერ სავაჭრო კავშირებს. ამიტომაც, ეს საკითხი 2020 წელს კონგრესის და ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტად უნდა იქცეს", - ნათქვამია Heritage Foundation-ის მიმოხილვაში.
ამასთანავე, ეკონომიკურ პრიორიტეტთა შორის Heritage Foundation-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაში საქართველოსთვის მხარდაჭერის გამოცხადებას და ახალი ინვესტორის მოძიებაში დახმარებასაც ასახელებს.
კიდევ ერთ პრიორიტეტად ორგანიზაცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანებისთვის მხარდაჭერას ასახელებს; ასევე ნათქვამია, რომ აშშ-მა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის დამატებითი დახმარება უნდა გასწიოს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ