Hilton Garden Inn Tbilisi-ს პოლონელი გენერალური მენეჯერი ეყოლება. აღსანიშნია, რომ როგორც „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა bm.ge-ს ჯერ კიდევ ზაფხულში განუცხადა, რომ პოლონელი მენეჯერის დაქირავება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში შესაბამისი კადრი ვერ იპოვა.
Hilton Garden Inn Tbilisi დღეს გაიხსნა. სასტუმროს გახსნის ოფიციალურ ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა, მოწვეულ სტუმრებს სიტყვით Hilton Garden Inn Tbilisi-ს ადამ პრუშვსკიმ (Adam Pruszkpvski) მიმართა.
“ამჟამად 60 ახალგაზრდა პერსონალს ვასაქმებთ. ჩვენი მიზანია, მომდევნო კვირებში, როცა ბიზნესი გაიზრდება, 100-მდე ახალი სამუშაო ადგილი შევქმნათ. გვსურს, სტუმარ-მასპინძლობისა და კორპორატიული კულტურა დავამკვიდროთ, ეს არის ჩვენი მიზანი. რა თქმა უნდა, ამ სტუმარ-მასპინძლობის კულტურას გადავცემთ ჩვენს ახალგაზრდა კოლეგებს, რაც ამ სექტორში ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა სასტუმროს პოლონელმა მენეჯერმა.
Hilton Garden Inn Tbilisi პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი დოლარია. სასტუმროში სხვადასხვა კატეგორიის, 170 კომფორტული ოთახი, 8 საკონფერენციო დარბაზი და ქართულ-ევროპული რესტორანი „ანდაზი“ არის წარმოდგენილი. პირველ ეტაპზე სასტუმროში, დაახლოებით, 80-მდე ადამიანი დასაქმდება. Hilton Garden Inn-ში განთავსების ღირებულება კი 90 დოლარიდან დაიწყება.
ცნობისთვის: სასტუმროს გახსნა 2020 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ გახსნის თარიღი დააკორექტირა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება