მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტში სარეკლამო მომსახურების მიზნით აუქციონი გამოცხადდა - პირობები

6182501f6aa28
მარიამ ვარადაშვილი
03.11.21 13:00
721

აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო მომსახურების ექსკლუზიური უფლების გადაცემის მიზნით აუქციონს აცხადებს. აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებს აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს, რაც გულისხმობს იმას, რომ კომპანიას დახურულ ან/და ღია სივრცეში რეკლამის გაყიდვისა და განთავსების გამოცდილება აქვს.

ამასთან, 2015-დან 2019 წლის ჩათვლით რომელიმე წელს კომპანიის უნდა იყოს 500 ათას ლარი ან მეტი, დღგ-ს გარეშე. აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აეროპორტის ტერმინალში ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისა და ე.წ. ლაითბოქსების განთავსება. აუქციონის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში უნდა განთავსდეს 220 კვადრატული მეტრის ლედ ეკრანი. აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, სარეკლამო მომსახურების უფლების მიმღებმა პირმა უნდა გასწიოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია.

გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება. მხარეთა შეთანხმებით, ხელშეკრულების ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5  წლის ვადით. აუქციონი 19 ნოემბერს 17:00 საათზე დასრულდება.