დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 8 აპრილის მონაცემებით ჯამურად ქვეყანაში 15 693 ადამიანია აცრილი.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეები უნდა ეწვიონ გვერდს booking.moh.gov.ge ან დარეკონ ნომერზე 1522.
შეგახსენებთ, საქართველოში ამჟამად კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ორი ვაქცინით მიმდინარეობს, „ფაიზერით“ და „ასტრაზენეკათი“. ქვეყანაში შემოტანილია ასევე ჩინური „სინოფარმიც“, თუმცა ამ ვაქცინით აცრა მანამ, სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია "სინოფარმს" ავტორიზაციას არ მისცემს, ამ ეტაპზე დაშვებული არ არის.