14.ივლისი .2020 23:20

Hyundai-ი 2025 წლისთვის მილიონამდე ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს

Hyundai-ი  2025 წლისთვის მილიონამდე ელექტრომობილის გაყიდვას გეგმავს
views 856
უკან

Hyundai Motor-ის და Kia Motors-ის მფლობელი Hyundai Motor Group-ი აცხადებს, რომ 10 პროცენტამდე აპირებს საკუთარი წილის გაზრდას ელექტრომობილების ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, კომპანია იმედოვნებს, რომ 1 მილიონ ელექტრო მანქანას გაყიდის 2025 წელს.

Hyundai Motor Group-ი ახალი თაობის ელექტრომობილების წარმოების დაწყებას გეგმავს, რომელიც ერთი დამუხტვით 450 კილომეტრის დაფარვას შეძლებს, ხოლო დამუხტვის დრო 20 წუთზე ნაკლები იქნება.