მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში 82 სახელმწიფო ქონება გაიყიდა

6262c50c069ef
ანუკა ჯოხაძე
22.04.22 20:20
1509
ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 82 სახელმწიფო ქონება გასხვისდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს რიცხვი 89 იყო.

თუმცა მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ წელს უფრო მეტი შემოსავლის მიღება შეძლო. კერძოდ, პრივატიზებიდან მიღებულმა შემოსავალმა 44 მილიონს გადააჭარბა, როცა შარშან პირველ კვარტალში ქვეყანამ პრივატიზებიდან მხოლოდ 14 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ყველაზე მსხვილი ქონებები, რომელიც 2022 წლის პირველ კვარტალში გასხვისდა, ესენია:

ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე N60ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა ნაგებობები, მიხაილოვის საავადმყოფოს ტერიტორია - ღირებულება 16,020,000 ლარი.

ქალაქ თბილისში, რიყის ტერიტორიაზე (ნაკვეთი N65/061) არსებული 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა - ღირებულება 10,020,000 ლარი.

ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ქუჩა N8-ში (ნაკვ. 23/010) არსებული 6143.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 (ნაგებობა), N2 (ნანგრევი) შენობა-ნაგებობები და ქალაქ თბილისში, ნავთლუღის ქუჩა N8-ში (ნაკვ. 23/011) არსებული 954.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - ღირებულება 2,578,000 ლარი.