მთავრობამ საპატრიარქოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნეშში სახელმწიფო ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით 1 ლარად გადასცა.
ირაკლი კობახიძის ხელმოწერილი 2320-ე განკარგულებით, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ჯამში 1891 კვ.მ.-ის ფართობის არის.
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიამ ქონების საპრივატიზებო თანხა 1 ლარი ერთ თვეში უნდა გადაიხადოს.
























