მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

I კვარტალში ზეთის იმპორტი 67.7%-ით შემცირდა - TOP-3 ქვეყანა

6262b7aa3f190
ვიქტორია მღებრიშვილი
22.04.22 19:32
3739
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტის მოცულობა 67.7%-ით შემცირდა და 2 426 ტონა შეადგინა. შესაბამისად, ქვეყნიდან ზეთის შესაძენად 62.8%-ით ნაკლები თანხა გავიდა, რამაც 3.8 მლნ დოლარი შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 8 ქვეყნიდან განხორციელდა, თუმცა ძირითადი მომწოდებელი ისევე როგორც წინა წლების ანალოგიურ პერიოდებში 3 ქვეყანა იყო, რომელთაგან ორი რუსეთ-უკრაინის ომის მონაწილეები არიან:

1. იანვარ-მარტში ზეთის შესყიდვის მაჩვენებლები მთავარ საიმპორტო ბაზარზე - რუსეთში იმპორტირებული საქონლის მოცულობის მიხედვით 73.7%-ით შემცირდა და 1 709 ტონა შეადგინა, ხოლო ღირებულება 71.3%-ით 2.5 მლნ დოლარამდე.

2. აზერბაიჯანიდან შეძენილი საქონლის მოცულობა 22%-ით შემცირდა და 475.2 ტონა შეადგინა, თუმცა იმპორტის ღირებულება მცირედით 4.2%-ით გაიზარდა და 850.4 ათასი დოლარი იყო.

3. რაც შეეხება რუსეთ-უკრაინის ომში ჩაბმულ მეორე მხარეს - უკრაინას, 3 თვეში ქვეყანამ სულ 239.2 ტონა მზესუმზირის ზეთი 416.1 ათას დოლარად შეიძინა. ეს მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით შემცირებულია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მარტში უკრაინიდან ზეთის იმპორტი არ განხორციელებულა.

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მცირე მოცულობებით მზესუმზირის ზეთი გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ბელგიასა და თურქეთში შევიძინეთ.