მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ზეთის იმპორტი გაიზარდა - TOP-5 ქვეყანა, სადაც ზეთს ვყიდულობთ

64bfae0f6af8e
ვიქტორია მღებრიშვილი
25.07.23 15:31
2081
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მზესუმზირის ზეთის იმპორტი გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდში ქვეყანაში 19 მილიონ 659 ათასი დოლარის ღირებულების 16 631 ტონა ზეთი შემოვიდა, რაც ღირებულებით გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 41%-ით, მოცულობას კი 125%-ით აღემატება.

უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში იმპორტირებული 17 592 ტონა ზეთის ღირებულება 26 მილიონ დოლარს შეადგენდა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს გასულ წლებთან შედარებით საერთაშორისო ბაზარზე მზესუმზირის ზეთის ღირებულება შემცირდა.

წლების განმავლობაში ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი საქართველოსთვის რუსეთი იყო, წლის პირველ ნახევარშიც ზეთის იმპორტის 87.8% რუსეთიდან განხორციელდა.

TOP-5 ქვეყნის რეიტინგი, საიდანაც ზეთი შემოვიდა, ასეთია:

1. რუსეთი - 16.7 მლნ დოლარი, 14 596 ტონა;
2. უკრაინა - 2.5 მლნ დოლარი, 1 754 ტონა;
3. აზერბაიჯანი - 243 ათასი დოლარი, 154 ტონა;
4. თურქეთი - 98 ათასი დოლარი, 60 ტონა;
5. ბელარუსი - 76 ათასი დოლარი, 51 ტონა.

ამ ქვეყნების გარდა, მცირე მოცულობით მზესუმზირის, ალისარჩულის და ბამბის ზეთის იმპორტი იტალიიდან, საფრანგეთიდან, გერმანიიდანაც განხორციელდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები