მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იმპორტი $22 მილიონამდე გაიზარდა|სად ვყიდულობთ შამპუნს, რომელიც ოქტომბერში 26%-ით გაძვირდა?

შამპუნი

ოქტომბერში, საქართველოში ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის შამპუნიც არის. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შამპუნი 26.35%-ით გაძვირდა. ეს ის პროდუქტია, რომლის დიდ ნაწილსაც ქვეყანა სხვადასხვა ბაზრიდან ყიდულობს.

ვაჭრობის ოფიციალური მონაცემებით, წელს იანვარ-სექტემბერში საქართველომ 4 291 ტონა თმის შამპუნის შესაძენად 21 მილიონ 880 ათასი დოლარი გადაიხადა.

იმპორტის ღირებულება 19%-ით, მოცულობა კი 7.7%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობის სტატისტიკის მიხედვითაც, შამპუნის იმპორტი გაძვირდა. უნდა აღინიშნოს, რომ ვაჭრობის სტატისტიკა ამ დროისთვის 9 თვის მონაცემებს მოიცავს, ოქტომბრის მონაცემები კი 19 ოქტომბერს გამოქვეყნდება და შესაძლებლობა გვექნება იმპორტის ღირებულება 10 თვის ჩათვლით დავითვალოთ.

თუ გასულ წელს 1 ტონა შამპუნს საშუალოდ 4 617 დოლარად ვყიდულობდით, წელს 9 თვეში ფასი 5 099 დოლარამდე ანუ დაახლოებით 10%-ით გაიზარდა.

შამპუნის მთავარი მომწოდებელი თურქეთია, საიდანაც წელს შესყიდვები მცირედით შემცირდა. თუმცა სხვა მიმართულებებიდან ძირითადად ზრდა ფიქსირდება:

  1. თურქეთი - $4.5 მილიონი, 1 278 ტონა;
  2. იტალია - $3 მილიონი, 505 ტონა;
  3. ჩეხეთი - $2.2 მილიონი, 362 ტონა;
  4. საფრანგეთი - $2.2 მილიონი, 172 ტონა;
  5. რუმინეთი - $1.9 მილიონი, 295 ტონა;
  6. ყაზახეთი - $1.8 მილიონი, 285 ტონა;
  7. პოლონეთი - $1 მილიონი, 146 ტონა;
  8. რუსეთი - $764 ათასი, 206 ტონა;
  9. გერმანია - $672 ათასი, 105 ტონა;
  10. ესპანეთი - $595 ათასი, 179 ტონა;

სტატისტიკის მიხედვით, იმპორტი გაძვირდა თურქეთიდან, იტალიიდან, ჩეხეთიდან, რუმინეთიდან და ყაზახეთიდან, საფრანგეთიდან კი შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები