მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარში რუსეთიდან საქართველოში $268 მილიონი გადმორიცხეს, ზრდა 1,000%-ია

63ecccd29cd1d
BM.GE
15.02.23 16:44
1726
2023 წლის იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 445.0 მლნ აშშ დოლარი (1190.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 163.5%-ით (276.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2022 წლის იანვრის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი, 268 მილიონი დოლარი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 1,096%-ით მეტია. მეორე ადგილზე $40 მილიონი დოლარის ოდენობის გზავნილებით იტალიაა, მესამეზე კი ამერიკის შეერთებული შტატები. 

ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:

1 რუსეთის ფედერაცია - $268 მილიონი, მატება წინა წელთან 1096%
2 იტალია - $40 მილიონი, მატება წინა წელთან 19%
3 აშშ - $29 მილიონი, მატება წინა წელთან 41%
4 საბერძნეთი - $18 მილიონი, მატება წინა წელთან 7%
5 ისრაელი - $17 მილიონი, მატება წინა წელთან 15%
6 გერმანია - $14 მილიონი, მატება წინა წელთან 62%
7 ყაზახეთი - $9 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
8 თურქეთი - $8 მილიონი, მატება წინა წელთან 26%
9 ყირგიზეთი - $5 მილიონი, მატება წინა წელთან 60%
10 ესპანეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 5%
11 საფრანგეთი - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 34%
12 გაერთიანებული სამეფო - $4 მილიონი, მატება წინა წელთან 72%
13 აზერბაიჯანი - $3 მილიონი, კლება წინა წელთან -24%
14 ტაჯიკეთი - $3 მილიონი, მატება წინა წელთან 120%
15 ირლანდია - $2 მილიონი, მატება წინა წელთან 73%
16 პოლონეთი - $2 მილიონი, მატება წინა წელთან -20%
17 კანადა - $2 მილიონი, მატება წინა წელთან 21%
18 არაბთა გაერთიანებული საამიროები - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 32%
19 სომხეთი - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 67%
20 კვიპროსი - $1 მილიონი, მატება წინა წელთან 15%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები