მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

იანვარში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთი იყო

63f3225dccab8
შოთა ტყეშელაშვილი
20.02.23 11:41
996
საქსტატმა დღეს 2023 წლის იანვრის საგარეო ვაჭრობის ამსახველი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 459 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე. მათ შორის ყველაზე მეტი - $87.8 მილიონის ექსპორტი რუსეთის ფედერაციის ბაზარზე განხორციელდა.

$69.8 მილიონით მეორე პოზიციას ექსპორტში სომხეთი იკავებს, $51.9 მილიონით კი მესამეზე აზერბაიჯანია. საექსპორტო ქვეყნების ათეულში EU-ს წევრი მხოლოდ ორი სახელმწიფოა, ესენია ბულგარეთი (მეშვიდე) და ესპანეთი (მერვე) პოზიციაზე. დანარჩენი ბაზრები ძირითადად დსთ-ს მიეკუთვნება.

საექსპორტო პარტნიორო ქვეყნების რეიტინგი ასე ნაწილდება:

1. რუსეთი - $87.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 105%
2. სომხეთი - $69.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 235%
3. აზერბაიჯანი - $51.9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 11%
4. ყაზახეთი - $32.8 მილიონი, ზრდა წინა წელთან 433%
5. ჩინეთი - $31.7 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
6. თურქეთი - $31.3 მილიონი, ზრდა წინა წელთან 14%
7. ბულგარეთი - $25.7 მილიონი, კლება წინა წელთან -48%
8. ესპანეთი - $19.2 მილიონი, ზრდა წინა წელთან 2 332%
9. პერუ - $17 მილიონი, ზრდა წინა წელთან 24 461%
10. ყირგიზეთი - $16.5 მილიონი, ზრდა წინა წელთან 1,031%.

შესაბამისად, საქსტატის მონაცემებით ევროკავშირზე ექსპორტის 16% მოდიოდა, ხოლო დსთ-ზე 60%, სხვა ქვეყნებზე - 24%.

რაც შეეხება უშუალოდ რუსეთში ექსპორტზე გატანილ საქონელს, მათ შორის პირველ ადგილზეა ფეროშენადნობები $45.3 მლნ; ღვინოები - $11 მლნ, მსუბუქი ავტომობილები - $7 მილიონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები