მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მინერალური და მტკნარი წყლის ექსპორტის 54% რუსეთზე მოდის|TOP-10 კომპანია

ბორჯომი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის 8 თვეში საქართველოდან 127.4 მლნ დოლარის 185 080 ტონა მინერალური და მტკნარი წყლები (შაქრის დანამატების გარეშე) გავიდა ექსპორტზე. ექსპორტის ღირებულება წლიურად 11%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობა - 7%-ით.

აღსანიშნავია, რომ მთლიანი ექსპორტის 54% რუსეთზე მოდის, სადაც 55.8 მლნ აშშ დოლარის 100 742 ტონა პროდუქტი გაიგზავნა. ეს მაჩვენებელი წლის ჭრილში ღირებულებაში - 9%-ით, ხოლო მოცულობაში 6%-ით არის გაზრდილი.

მინერალური და მტკნარი წყლების (შაქრის დანამატების გარეშე) TOP 10 საექსპორტო ბაზარი ასეთია:

რუსეთი: 55.8 მლნ აშშ დოლარი, 100 742 ტონა
ყაზახეთი: 23.1 მლნ აშშ დოლარი, 26 772 ტონა
უკრაინა: 14.6 მლნ აშშ დოლარი, 17 137 ტონა
ლიეტუვა: 8.1 მლნ აშშ დოლარი, 10 818 ტონა
უზბეკეთი: 5.6 მლნ აშშ დოლარი, 6 029 ტონა
გერმანია: 2.7 მლნ აშშ დოლარი, 1 962 ტონა
მოლდოვა: 2.5 მლნ აშშ დოლარი, 2 282 ტონა
ბელარუსი: 2.2 მლნ აშშ დოლარი, 3 537 ტონა
ისრაელი: 1.6 მლნ აშშ დოლარი, 1 767 ტონა
ყირგიზეთი: 1.4 მლნ აშშ დოლარი, 1 499 ტონა.

BMG-მ საქსტატიდან გამოითხოვა რუსეთში ქართული მინერალური და მტკნარი წყლების უმსხვილესი (TOP10) ექსპორტიორი იმ კომპანიების ათეული, რომელთაც 2025-2026 (2026 წლის იანვარი-აგვისტო) წლებში ყველაზე მეტი პროდუქცია გაყიდეს. შენიშვნა: ექსპორტიორები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.

სიაშია "ნაბეღლავის" მწარმოებელი "წყალი მარგებელიც", რომელიც რუსეთმა "დროებით აკრძალა".

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
სს წყალი მარგებელი
შპს Georgian water & Company
შპს ანაკლია
შპს აქვა გეო
შპს ლაღი
შპს საირმე მინერალ ვოთერს
შპს წაღვერი
შპს ჯორჯიან მინერალ ვოთერ
შპს ჯორჯიან რეექს გრუპ.

ცნობისთვის: როგორც 10 ოქტომბერს რუსული მედიიდან გახდა ცნობილი, „როსპოტრებნადზორმა“ „სანიტარული მიზნებით“, კერძოდ „ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებსა და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობის“ გამო, დროებით აკრძალა „თელიანი ველის“, „თბილღვინოს“, „ვაინმენის“ და „ასკანელი ძმების“ პროდუქცია. "დროებითი ემბარგო" შეეხო მინერალური წყალი „ნაბეღლავის“, „ქართული ლუდის კომპანიის“ პროდუქციას და ასევე, საქართველოში წარმოებულ „კოკა-კოლას", რომლის ექსპორტსაც "კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია" რუსეთში არც ახორციელებს. პროდუქცია რუსულ ბაზარზე, სავარაუდოდ, საბითუმო მოვაჭრეების გზით ხვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები