მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იაპონიის მთავრობა: ტაიფუნმა ქვეყანას $1,5 მილიარდზე მეტი ზარალი მიაყენა

5db6a45ebe7e6
მიხეილ ხაჩიძე
29.10.19 12:00
957
იაპონიისთვის ტაიფუნის მიერ მიყენებულმა ზარალმა ა170 მილიარდ იენს შეადგინა, რაც $ 1,5 მილიარდზე მეტია. დასავლური გამოცემების ცნობით, მონაცემები აღნიშნულის შესახებ იაპონიის მთავრობამ გამოაქვეყნა.



იაპონიის სოფლის მეურნეობის, მინისტრის შეფასებით, ტაიფუნ "ფაქსაის" მიერ მიყენებულმა ზარალმა, რომელიც ქვეყანას სექტემბერში დაატყდა, 50.9 მილიარდი იენი (468,2 მილიონი აშშ დოლარი) შეადგინა, ხოლო ოქტომბერში, ტაიფუნ ”ჰაგიბისის” შედეგად კი,  122,17 მილიარდი იენის ზიანი მიადგათ, რაც 1,1 მილიარდ დოლარზე მეტია.



შეგახსენებთ, იაპონიას ტაიფუნი "ჰაგიბისი" 12-13 ოქტომბერს დაატყდა თავს. სტიქიამ ზიანი ქვეყნის მასშტაბით 7000-მდე სასოფლო-სამეურნეო ობიექტს მიაყენა, გაანადგურა ბრინჯის ნათესები და სხვა ნარგავები. მნიშვნელოვნად დაზარალდა სათევზაო პორტები და ზღვის სანაპიროსთან ახლოსმდებარე გადამამუშავებელი ქარხნები.



ტაიფუნით გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, 84 ადამიანი დაიღუპა, ათი კი, ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სხვადასხვა სახის დაზიანება 400-მდე იაპონელმა მიიღო. სტიქიის გამო, თითქმის 4 ათასამდე ადამიანს საცხოვრებლების დატოვება მოუწია.