მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ICCA-მ HR კომიტეტის შეხვედრა გამართა

63aaeb894cb92
BM.GE
27.12.22 17:00
508
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, ICCA-ს წევრი კომპანიების HR მენეჯერებისა და წარმომადგენლებისაგან დაკომპლექტებული HR კომიტეტის რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, მონაწილეებმა მიმოიხილეს ის გამოწვევები და სიახლეები, რაც პროფესიულ განათლებას უკავშირდება სამშენებლო მიმართულებით.

ასოციაციის წევრი კომპანია “ბიმ კუბის” ბიზნესის განვითარების მენეჯერი, ანი კუხალაშვილი, როგორც აღნიშნული კომიტეტის წევრი, ამბობს, რომ პროფესიული განათლების ხელშეწყობა მრავალმხრივად მნიშვნელოვანი პროცესია, რომელშიც ბიზნესის მონაწილეობა აუცილებელია: “პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა არა მხოლოდ ბიზნეს ოპერატორების ეკონომიკური გაძლიერების, არამედ სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერების საფუძველიცაა.

სამშენებლო სექტორში პროფესიული განათლების შესაძლებლობის ხელშეწყობა სახელმწიფოსთან ერთად კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით უნდა განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის კვალიფიციური კადრების რაოდენობას და შეამცირებს ადგილობრივი ადამიანური კაპიტალის სახელმწიფოდან გადინებას.”

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ GIZ-ისა და პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლები.
პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თამარ სამხარაძემ ღონისძიების ფარგლებში, ისაუბრა პროფესიული განათლების მიმდინარე სარეფორმო მიმართულებებზე და აღნიშნა, რომ რეფორმის ამ ეტაპზე, კერძო სექტორის ჩართულობა თვისებრივად ახალ ეტაპზე გადადის: “როგორც კომპანიებისთვის, ასევე პროფესიული/დარგობრივი ასოციაციებისთვის იხსნება ახალი შესაძლებლობა - გახდნენ უნარების ეკოსისტემის სრულფასოვანი ნაწილი და საგანმანათლებლო სფეროსთან ერთად, შეასრულონ უმნიშვნელოვანესი როლი კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების პროცესში.

ერთ-ერთი პირველი პროცესი, რაც დარგობრივი ორგანიზაციების ჩართულობით უკვე დაიწყო, ეს არის პროფესიული კვალიფიკაციების სისტემის ანალიზი და გადახედვა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამშენებლო სექტორი ერთ-ერთი პირველი ჩაერთო ამ ინიციატივაში, რაც ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციისა და მისი წევრი კომპანიების მხარდაჭერის გარეშე ვერ მოხდებოდა. სწორედ სამშენებლო სექტორში, ასოციაციის კოორდინაციით დაიტესტა პროფესიული კვალიფიკაციების განვითრების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც თავის მხრივ, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და ეროვნულ დონეზე დაგროვებულ გამოცდილებას დაეფუძნა.” - აღნიშნა მან.

თამარ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასა და საქართველოს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციას გაწეული ძალისხმევისა და თანამშრომლობისათვის.

ამასთან, ღონისძიებაზე აქტიური განხილვის საგანი იყო დარგობრივი უნარების ორგანიზაციის ჩამოყალიბებისა და ასოციაციის, როგორც ერთ-ერთი დამფუძნებლის როლი, ამ საკითხთან მიმართებაში.

ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა მშენებლობის დარგობრივი რუკა, რომლის მოდიფიცირებაც განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, უნარების სააგენტოს და ასოციაციის ჩართულობით.
NS