მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IDS BORJOMI International-ი სახელმწიფოს უსასყიდლოდ მხოლოდ 7.73%-იან წილს გადასცემს - შეთანხმების პირობები

62a71a2de2c2f
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 15:03
1823
კომპანია IDS ბორჯომი საქართველო სახელმწიფოსთვის IDS BORJOMI International-ის მიერ წილის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც შეთანხმების დეტალებზეა საუბარი.

BM.GE კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.

შეთანხმების შედეგად:

• მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია.
• IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება.
• IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.

„IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი." - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2012 წლის დეკემბერში, რუსი მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის Alfa Group-სა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის შეთანხმების მიღწევა მოხდა. Alfa თანახმა იყო შეეძინა IDS Borjomi International-ის 60%-იანი წილი $460 მილიონ დოლარად, პარალელურად, ოჯახი კომპანიაში 40%-იან წილს შეინარჩუნებდა.

როგორც დღეს გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა სანქცირებული მხარე ფლობდა ბორჯომის აქციების მაქსიმუმ 57.72%-ს, საიდანაც 7.73%-ის გადაცემის შედეგად, კომპანიის აქციათა პაკეტის 50.01% ახლა უკვე არასანქცირებული მესაკუთრეების ხელში იქნება, საუბარია პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს სახელმწიფოზე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები