მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილიაუნის აბასთუმნის ობსერვატორია ჩამოერთმევა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება

5d949baa3b413
ელენე გოგბერაშვილი
02.10.19 17:00
3195

მთავრობის 475-ე დადგენილებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის სტრუქტურაში შემავალი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული-აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია გამოეყოფა და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბდება.

ობსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს განათლების სამინისტრო განახორციელებს. აღნიშნულმა უწყებამ უნდა უზრუნველყოს ასევე ობსერვატორიის უფლებამოსილი პირის დანიშვნა, ობსერვატორიის წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებების განხორციელება.

დადგენილების მიხედვით, განათლების სამინისტრომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება დადგენილების ამოქმედებიდან ორი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

პრემიერ მინისტრის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია ილიაუნის 2019 წლის 24 ნოემბერს გამოეყოფა.

შეგახსენებთ, აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს დაარსდა და ის ილიას უნივერსიტეტთან 2007 წლიდან არის ინტეგრირებული.