მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ილონ მასკი კომპანია Twitter-დან თანამშრომლების 75%-ის გაგდებას გეგმავს

63523d276e94f
გიორგი თოლორდავა
21.10.22 10:36
3136
მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი გარიგების საბოლოოდ დასრულებისა და Twitter-ის 44 მილიარდ დოლარად შეძენის შემდეგ, კომპანიიდან თანამშრომლების 75%-ის გაგდებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ კონფიდენციალურ დოკუმენტებსა და ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით The Washington Post ავრცელებს.

2006 წელს სან ფრანცისკოში დაფუძნებული სოციალური პლატფორმა ამჟამად მსოფლიოს მასშტაბით 7,500 თანამშრომელს ასაქმებს, შესაბამისად, მასკის გეგმის განხორციელების შემთხვევაში, სამსახურის დატოვება დაახლოებით 5,600 თანამშრომელს მოუწევს.

მსოფლიოს მასშტაბით მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და კორპორაციული შემოსავლების შემცირების ფონზე, თანამშრომლების რაოდენობის შემცირების გადაწყვეტილება სხვა კომპანიებმაც მიიღეს, მათ შორისაა: Amazon-ი, Microsoft-ი და Meta, თუმცა მასკის გეგმა Twitter-თან მიმართებით მასშტაბების გათვალისწინებით ნამდვილად ექსტრემალურია, რადგან სტაფის 75%-ის დათხოვნა აჩენს იმის რეალურ რისკს, რომ Twitter-მა გამართულად ოპერირება ვეღარ შეძლოს.

ექსპერტების შეფასებით, ერთი შეხედვით, მასკის სტრატეგია კონტრპროდუქტიულია და საკმაოდ რთული დასაჯერებელია, რომ მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ მეწარმეს მხოლოდ ხარჯების შემცირებას სურდეს, სავარაუდოდ, ის Twitter-ის გუნდის ჩანაცვლებას საკუთარი კადრებით შეეცდება, რომელიც მას Tesla-ს, SpaceX-ის, Boring Company-ისა და Neuralink-ის წყალობით მრავლად ჰყავს.

აგრეთვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მასკს Twitter-ის ალგორითმის შეცვლა და სოციალური ქსელის მომხმარებლების რაოდენობის გაზრდა სურს, გარდა ამისა, გრძელვადიან პერსპექტივაში, ის სუპერ აპლიკაციის „X-ის“ შექმნასაც გეგმავს, რომელიც Twitter-ის მომხმარებელთა ბაზაზე უნდა დაშენდეს, შესაბამისად, Twitter-ის ჩამოშლა და მომხმარებლების დაკარგვა მის ინტერესებში არ შედის.

ვრცლად მასკის გეგმების შესახებ წაიკითხეთ აქ:რეალურად რატომ ყიდულობს ილონ მასკი Twitter-ს და რა ამბიციური გეგმები აქვს მას?
 

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.