მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“იმედი გვაქვს, რომ საქართველო არ იქნება ბიზნესის შავი ხვრელი”- საფრანგეთის ელჩი

623c90a4c4ec7
BM.GE
24.03.22 19:42
2825
საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოვიდა სიტყვით. დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველო ამ რთულ ვითარებაში სწორ ნაბიჯებს გადადგამს და ბიზნესის კეთებისთვის “შავ ხვრელად” არ იქცევა.

“კარგად გვესმის, რომ საქართველო გრძნობს თავის მოწყვლადობას და მხედველობაში იღებს ფრთხილ ქმედებებს. ამ ეტაპამდე ვხედავთ, რომ საქართველო თავისი სიტყვებითა და ქმედებებით ადასტურებს სურვილს, რომ საერთაშორისო კოლექტიურ ძალისხმევაში თავისი მნიშვნელოვანი როლი შეიტანოს.

ასევე დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს, რომ ასეთ კომპლექსურ გარემოში საქართველო ყურადღებით დააკვირდება, რომ არ გახდეს ბიზნესის საწარმოოდ "შავი ხვრელის" ადგილად, როგორიცაა ტაჯიკეთი. ამაზე გვქონდა საუბარი როგორც პრემიერ-მინისტრთან, ასევე პრეზიდენტ ზურაბიშვილთან,”- განაცხადა დიეგო კოლასმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა და ევროკავშირმა რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის წინააღმდე რუსეთის სახელმწიფოს, ასევე რუს ოლიგარქებს და პუტინთან დაახლოებულ პირებს სანქციები დაუწესეს. სწორედ საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევის პრევენციის შესახებ ისაუბრა დღეს საქართველოში საფრანგეთის ელჩმა.

დიეგო კოლასის გამოსვლის ოფიციალური თარგმანი ეკუთვნის საქართველოს პარლამენტის აპარატს, რომელიც ელჩის თარგმანს უზრუნველყოფდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები