“იმერეთი აგროსა” და გეზრულის ბიო ჩაის მწარმოებელ კოოპერატივის შორის პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოეწერა, რომლის ფარგლებშიც, ჭიათურაში, დაგეგმილია ბიო ჩაის წარმოების მოცულობის ზრდა, ბრენდინგი და პოპულარიზაცია.
ამასთან, „იმერეთი აგრო“ ხელს შეუწყობს გეზრულის ბიო ჩაის მწარმოებელ კოოპერატივს გამოუშვას ხარიხიანი პროდუქცია, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე.
ისტორიულად, გეზრულში აქტიურად აწარმოებდნენ მაღალი გემოვნური თვისებების მქონე ჩაის. დღეს წარმოების მასშტაბები უკვე 23 ჰექტარს აღწევს და გაშენებულია უმაღლესი ხარისხის რამდენიმე სახეობის ბიო ჩაი.
“იმერეთი აგროს” პარტნიორობით და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, დაგეგმილია გეზრულის ბიო ჩაის საწარმოო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაზრდა - როგორც პროდუქციის მოცულობის, ასევე ჩაის პლანტაციებისთვის ახალი ფართობების ათვისების ნაწილში. გარდა ამისა, „იმერეთ აგროს“თანადგომით, მარკეტინგული კამპანიები განხორციელდება, მათ შორის გეზრულის ბიო ჩაის მომხმარებლამდე ახალი ბრენდინგით მიწოდება.
„იმერეთი აგროს“ მიზანია ხელი შეუწყოს ადგილობრივების ეკონომიკურ გაძლიერებას. ბიო ჩაის წარმოება, ეს არის შესაძლებლობა, მეწარმემ მსოფლიოს განვითარებული ბაზრები აითვისოს და შემოსავალი გაზარდოს. ჩვენ ყველას გვსმენია, საქართველო ჩაის ქვეყანააო, თუმცა დღეს ქართულმა ჩაიმ დათმო ბაზარი, თუმცა ექსპერტები გვირჩევენ, რომ დარგის განვითარებისთვის საქართველომ სწორება ბიო ჩაიზე უნდა გააკეთოს,“ განაცხადა „იმერეთი აგროს“ მმართველმა მენეჯერმა ცისანა ხარაზიშვილმა. „დასახული გეგმის განხორციელება, მოგვცემს შესაძლებლობას რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდეს.“
„იმერეთი აგროს“ პროგრამის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე. https://bit.ly/3jImJQg
საქსტატის მონაცემებით, ქართული ჩაის ექსპორტი ბოლო 5 წელია სტაბილურად იზრდება. 2021 წელს, საზღვარგარეთ 4 მილიონი აშშ დოლარის ჩაი გავიდა ექსპორტზე, რაც 5 წლის წინანდელ მაჩვენებელს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება