10.აგვისტო .2022 00:15

იმერეთში სასტუმრო "შატო ვარციხე" გაიხსნა - ინვესტიცია ₾5 მილიონია

იმერეთში სასტუმრო "შატო ვარციხე" გაიხსნა - ინვესტიცია ₾5 მილიონია
views 1368
უკან

იმერეთში სასტუმრო "შატო ვარციხე" გაიხსნა. როგორც Bm.ge-ს სასტუმროში უთხრეს, რამდენიმე სტუმარს მიმდინარე წლის აგვისტოში უმასპინძლეს და მოლოდინი აქვთ, რომ მათი რაოდენობა გაიზრდება.

სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის ნათია ჩომახიძის თქმით, პროექტში 5 მილიონი ლარი ჩაიდო.

"ეს იმერეთში პირველი შატო სასტუმრო რეზორტია. სასტუმროს 4 ნომერი აქვს, ასევე გვაქვს სამი დიდი ხის კოტეჯი და დამატებით 4 კოტეჯი ტყეში. ჯამში ჯერჯერობით 30 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი. სასტუმრო 4 აგვისტოს გაიხსნა და პირველი სტუმრები ადგილობრივები იყვნენ. რაც შეეხება ინვესტიციას 5 მილიონი ლარი ჩაიდო",- განაცხადა ნათია ჩომახიძემ. 

მისივე თქმით, სტანდარტული ნომერი 290 ლარი ღირს და მასში საუზმე და აუზის მომსახურება შედის.

რაც შეეხება დასაქმებულებს ის ამბობს, რომ ჯერ-ჯერობით 10 ადამიანი დასაქმდა და კიდევ მაგდენის დასაქმების რესურსი აქვთ.

"სრული დატვირთვა არ გვაქვს თუმცა ტურისტების მხრიდანაც არის გამოხმაურება. ამ ეტაპზე ადგილობრივ მაცხოვრებლები 10 ადამიანი გვყავს დასაქმებული. მოთხოვა არის, მაგრამ ადგილობრივი კადრის მოძებნა გვიჭირს. დატვირთვის მიხედვით სტაფიც შესაბამისად გაიზრდება", - ამბობს იგი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა