მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას წარმოადგენს „ვისოლის“ ბრენდის განახლებული სტრატეგია?

BM.GE
25.07.23 14:41
155
გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, ახალი დიზაინ კონცეფცია, ლოიალობის სრულყოფილი სისტემა და სათქმელი - „კეთილი მგზავრობა“, - სწორედ ეს არის ნავთობპროდუქტების კომპანია „ვისოლის“ ბრენდის განახლებული სტრატეგია რომელიც გასულ კვირაში წარადგინეს. განახლებული ვიზუალური კონცეფცია კომპანიის მენეჯმენტმა სმარტთან დაკავშირებითაც წარმოადგინა. ჯგუფი წელს განსაკუთრებით აქტიურია და ბოლო თვეებში ბიზნეს მედიას სიახლეებს არ აკლებენ. 

ვისოლ ჯგუფის ისტორია ერთი ავტოგასამართი სადგურით იწყება რომელიც ჯერ კიდევ 2000-იანი წლებში დადგომამდე 1999-წელს, „კანარგო კორპორეიშენის” დახმარებით, ორთაჭალაში გახსნა. ეს იყო პირველი და ერთი თუმცა მალევე ქსელის შექმნა გადაწყდა და ბენზინგასამართი სადგურების რაოდენობა 100-საც გასცდა. ჯგუფში კიდევ ბევრი მიმართულება და საქმე გაჩნდა, დეველოპმენტი, მშენებლობა, სპორტიც, საცალო გაყიდვების და საერთაშორისო სარესტორნე ბრენდიც. 

სტუმრები: სოსო ფხაკაძე - "ვისოლი ჯგუფის" პრეზიდენტი;
ვასილ ხორავა - "ვისოლისა" და "სმარტის" გენერალური დირექტორი;
სალომე გველესიანი - "ვისოლისა" და "სმარტის" მარკეტინგის დირექტორი;