2021 წელს საქართველოს მთავრობის ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება, ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ფონდის პროგნოზით, მომდევნო წელს მთავრობის ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის 58.79%-ს მიაღწევს, ეს კი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით 0.12 პროცენტული პუნქტით მეტია.
სავალუტო ფონდისგან განსხვავებული მოლოდინები აქვს საქართველოს მთავრობას, რომელიც მომდევნო წელს მშპ-თან მიმართებით ვალის კლებას პროგნოზირებს.
2021 წლის ბიუჯეტის თანდართული ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორების დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს მთავრობის მიერ აღებული რეკორდული საგარეო ვალის გათვალისწინებით, მშპ-სთან მიმართებით ვალის ნიშნული 57.9%-ს მიაღწევს, 2021 წელს კი 55.9%-მდე შემცირდება. შესაბამისად, სავალუტო ფონდი კლების ნაცვლად, ვალის ზრდას პროგნოზირებს. IMF-იც და მთავრობაც მომდევნო წელს 5%-იან ზრდას ელიან.
რაც შეეხება ვალის აბსოლუტურ მაჩვენებელს, 2020 წელს ვალი 8 მილიარდი ლარით გაიზარდა და მან 29.26 მილიარდ ლარს მიაღწია. IMF-ის შეფასებით, მთავრობის ვალის ზომა 2021 წლისთვის დამატებით, 31.75 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გაისად მთავრობა 3.2 მილიარდი ლარის ახალი ვალის აღებას და $500 მილიონის ოდენობის ევროობლიგაციების დასტუმრებას გეგმავს.
"ბიუჯეტის ზრდაში დიდი წილი უჭირავს ვალის დაფარვის ნაწილს, ეს არის 2011 წელს გამოშვებული ევრობონდების დაფარვისთვის გათვალისწინებული თანხა. მომდევნო წელს ჯამში 3.2 მილიარდი ლარით სესხის აღებას ვგეგმავთ, ამავდროულად 2.6 მილიარდი ლარის ვალის დაფარვა არის გათვალისწინებული ბიუჯეტში, შესაბამისად, საერთო ჯამში ახალი ვალის ზრდა შეადგენს 530 მილიონ ლარს," - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტის განხილვა გაიმართა.
ბიუჯეტის პროექტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის ბოლოსთვის ხაზინაში არსებული ბიუჯეტის ნაშთი 2.5 მილიარდ ლარს მიაღწევს, ეს ნაშთი კი, დასახარჯად 2021 წელს გადავა.
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
მიმართულებები, რომელსაც ორშაბათიდან ახალი მიკროავტობუსები მოემსახურება
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
Leavingstone-ის კლიენტები Netflix-ი და Siemens-ი გახდნენ - კომპანია ბერლინში ოფისის გახსნას გეგმავს
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?