მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდოეთში, პანდემიის დაწყებიდან, COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს გამოვლინდა

5f1571e5a3b8c
ნათია თაქთაქიშვილი
20.07.20 15:40
1435
ინდოეთში, ბოლო 24 საათში, პანდემიის დაწყებიდან, COVID-19-ის ყველაზე მეტი შემთხვევა დღეს გამოვლინდა.  ინფიცირებულთა რაოდენობამ 40,425 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 1,118,043 შეადგინა და ქვეყნების მიხედვით მესამეა კორონავირუსით ინფიცრებულების რაოდენობით. ინდოეთს წინ უსწრებს მხოლოდ აშშ და ბრაზილია.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, ინდოეთში 681 ინფიცირებული გარდაიცვალა; სულ ვირუსმა 27,497 პაციენტი იმსხვერპლა.

როგორც ინდოეთის მთავრობა აცხადებს, კორონავირუსზე ტესტირება 14 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, რათა კორონავირუსის გავრცელება დროულად შეაჩერონ.