მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინდური შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და ახლაც არის - ტიკარაძე

60c9d8e316cf4
ინგა მურუსიძე
16.06.21 14:56
353
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულად დაფიქსირებულია ინდური შტამის 18 შემთხვევა.

"ინდურ შტამთან მიმართებით ჩვენი სავარაუდო მონაცემები ქვეყნის მასშტაბით დღეისთვის არის 8%, თუმცა დადასტურებულად ამ ეტაპისთვის გვყავს 18 ინფიცირებული", - განაცხადა ტიკარაძემ.

კითხვაზე - ელოდება თუ არა მთავრობა, რომ ეს შტამი გახდება დომინანტი, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ ამას არავინ უარყოფს.

"რა თქმა უნდა, ამ შტამის დომინანტობა მოსალოდნელი იყო და არის კიდეც. ამას არავინ უარყოფს. მნიშვნელოვან იარაღად კვლავ რჩება ვაქცინაცია, ნიღაბი და სოციალური დისტანცია. მთავარია, რომ დავიცვათ ყველა რეგულაცია, რომელიც შემოღებულია ქვეყანაში. არ ვვარაუდობთ, რომ რაიმე სახის გართულებას ექნება ადგილი, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სიმპტომის დაფიქსირების შემთხვევაში, მივმართოთ ექიმს და ჩავიტაროთ ტესტი", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, კიდევ ერთ კითხვაზე - რამდენად არის არის ქვეყანაში მზაობა ამ შტამთან გასამკლავებლად, ჯანდაცვის მინისტრმა უპასუხა, რომ არანაირ შეფერხებას არ ელოდება.

"ჩვენ არ გვაქვს არანაირი შეფერხება არც საწოლფონდთან დაკავშირებით, არც ოჯახის ექიმების და მათი კომპეტენციის მიმართულებით. ასევე მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და კიდევ უფრო ძლიერდება. ემატება როგორც ვაქცინები, ისე ვაქცინაციისთვის საჭირო ბრიგადები და დაწესებულებები. ამ კუთხით ვერ ვხედავთ, რომ რაიმე რისკები იყოს", - აღნიშნა მან.