მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრობლემები აქვთ ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლებს?

BM.GE
28.10.19 18:24
767
კერძო სექტორი ელექტროენერგიის მაღალი ფასის გამო, საწარმოო პროცესისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბრობს. ეს საკითხი დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იურისტმა წამოჭრა. მისი განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქარხანამ ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარზე შეძენა დაიწყო და შესაბამისად, რეგულირებული სექტორი დატოვა, ხარჯები გაიზარდა. ეს პრობლემები კომიტეტზე ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მოისმინა, რომელიც პარლამენტში ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილ საკანონმდებლო რეფორმაზე სასაუბროდ მივიდა.